„მედიკოსების მიერ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სტრესული“-გიორგი ბარძიმაძე

ახალციხის კლინიკა „იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე აცხადებს:

-„მედიკოსების მიერ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სტრესული ვითარებით აიხსნება. ეს ხალხი დღესაც სტრესულ სიტუაციაშია, იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. ბრალის წარდგენა დანაშაულის დამტკიცებას არ ნიშნავს. მეგი ბაქრაძეს კლინიკაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა.

პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს. დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ, ჩატარდება გამოკვლევები. მხოლოდ პროკურატურა არ არის, სამედიცინო გამოძიებაც მიმდინარეობს მარეგულირებელი სააგენტოს მიერ, ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ ექსპერტები“..

ექთან მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, თავიდანვე იცოდნენ, -სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა

კომენტარები