მევენახეები ღვინის შესახებ ნიკა გვარამიას გამონათქვამებს აპროტესტებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თელავისა და გურჯაანის მევენახეები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილები. ისინი ღვინის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამონათქვამებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს.
ნიკა გვარამიამ გადაცემა კვირის აქცენტებში ექსპორტიორები შეურაცხმყოფელად მოიხსენია და განაცხადა: “რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო”.

კომენტარები