„მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ“

განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

-„იმ შემთხვევაში, თუ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ, ჩვენ გვაქვს ქულის ამაღლების საშუალება.

2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ის მეთორმეტეკლასელები, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ მიღებული ქულა, ისინი ან მათი კანონიერი წარმომადგენელი აფიქსირებენ სურვილს, რომ სურთ ნიშანი აიმაღლონ. ამ შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია, 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზე მოხდება შეფასება. ეს არის დავალება, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, სადაც მოხდება შეჯამება როგორც ინფორმაციის, ასევე იმ ინფორმაციის გამოყენების. თითოეულ მოსწავლეს ექნება გარკვეული დრო, რომ კომპლექსურ დავალებაზე დეტალურად იმუშავოს, რომელიც შემდეგ შეფასდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

 

კომენტარები