„მეკამათონ წერილობით, წერილითვე გავცემ პასუხს, რადგან ადამიანებთან საუბარი შეუძლებელი“-მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა:

-„ვისაც თავის ცოდვებზე მშვიდად, წყნარად საუბარი და შენდობის თხოვნა უნდა, პრობლემა არ ექნება, გამოვუყოფ დროსაც და სიტუაციასაც. მეკამათონ წერილობით, წერილითვე გავცემ პასუხს, რადგან ამ ადამიანებთან საუბარი შეუძლებელი გახდა.

რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ყველანაირად ვეცადე, ჩემი საუბრით პასუხი გამეცა, მაგრამ არც ერთხელ არ მომეცა საშუალება, სიტყვა დამემთავრებინა. ეს ყველაფერი ყველამ საკუთარი თვალით ნახა. სამწუხაროა, დღეს ამ თემებზე გვიწევს საუბარი, თუმცა ეს ცხოვრება მოვიდა“ .

სალხინოს მამათა მონასტერში ბზობის დღესასწაულზე ერთმანეთს სასულიერო პირები და ეპარქიის წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ეკლესიის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სასულიერო პირების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. სასულიერო პირები მოითხოვდნენ, ბიზნესმენს ეკლესიის ეზო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები