მეკარემ, იკერ კასილიასმა სათამაშო კარიერა დაასრულა – საუკეთესო მეკარედ ხუთჯერ

 ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილიასმა სათამაშო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ  კასილიასი Twitter-ზე წერს.

კარიერის უდიდესი ნაწილი კასილიასმა მადრიდის „რეალში“ გაატარა, 2015 წელს  პორტუგალიურ „პორტუში“ გადავიდა.  ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2008-2012 წელს  ევროპის პირველობა. „რეალის“ შემადგენლობაში სამჯერ გახდა ჩემპიონატი ლიგის გამარჯვებული, ხუთჯერ  ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. „პორტუსთან“ ერთად  პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ კასილიასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ხუთჯერ დაასახელა.

მსოფლიოს  საუკეთესო  მეკარე, მადრიდის რეალის და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტან იკერ კასილიას ფერნანდესი დაიბადა 1981წლის 20 მაისს.
მოგებული აქვს ევრო 2008 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (ოქროს ხელთათმანი აიღო). კასილიასი არის ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში.

მიღწევები:
ლა ლიგა – 3
ჩემპიონთა ლიგა – 2
საკონტინენტთაშორისო თასი – 1
ესპანეთის სუპერთასი – 1
ევროპის სუპეთსი – 1
მსოფლიო ჩემპიონატი 16წ. – 1
მსოფლიო ჩემპიონატი 17წ. – 1
მსოფლიო ჩემპიონატი 20წ. – 1
ევროპის ჩემპიონი – 1
მსოფლიო ჩემპიონი -1

კომენტარები