მელიას ნაცვლად პარლამენტში ბასიშვილი შევიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ზონდერად მიიჩნევს, დღეიდან პარლამენტის წევრია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო. ის საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. მელიასთვის მანდატის ჩამორთმევის შემდეგ სიის მიხედვით სწორედ მას უწევდა პარლმენტში შესვლა.

ბასიშვილმა საპარლამენტო საქმიანობა ბოიკოტით დაიწყო, – თანაპარტიელების მსგავსად პარლამენტში დღეს თავადაც არ მისულა.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

ჩვენ თითქმის საათზე მეტი ველოდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ. მართალია ფორმალური, მაგრამ უფლებამოსილება თავისი შეესრულებინათ. უფლებამოსილება რომლის ფარგლებშიც, როდესაც ერთი დეპუტატი, რომელიმე პარტიის წარდგენილი ტოვებს პარლამენტის რიგებს, იმის ნაცვლად შემოდის მეორე. ეს ფორმალური საკითხია.

ვეთანხმები კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას მოსახრებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და რცხვენიათ, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, როცა ნომერ ხუთს ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენში, ნიშნავს ნიკა მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხარდაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს არის ამომრჩევლის ნება. მის რევიზიას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ფორმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის ჩემი აზრი, არავის შეიძლება არ უხაროდეს ეს ყველაფერი.  ვეთანხმები კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და ალბათ რცხვენიათ კიდეც, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს. ჩვენ განუმარტავთ მათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, რადგან არსებობს პროცედურული დემოკრატია. პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები