„მეორე, მესამე ტალღაზე ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა“ – ამირან გამყრელიძე

-„ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ ჯანდაცვის სექტორმა და მთლიანად ქვეყნებმა არის ის, რომ უნდა მოვემზადოთ.

მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, თუ იქნება მეორე და მესამე ტალღა.

ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე და მესამე ტალღაზე. დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ონლაინ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები