მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავი

პოლონეთის ქალაქ ველიუნში სისასტიკისთვის და სისხლისთვის ცერემონია გაიმართა. იქ მეორე მსოფლიო ომის პირველი ბომბები ჩამოვარდა 80 წლის წინ.

შტაინმაიერი და სხვა ქვეყნების და სახელმწიფოების ლიდერები პოლონეთში ჩავიდნენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80 წლისთავის აღსანიშნად.

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, გერმანულ და პოლონურ ენებზე განაცხადა:

„ქედს ვიხრი ველიუნის თავდასხმის მსხვერპლთა წინაშე. ქედს ვიხრი გერმანიის ტირანიის პოლონელ მსხვერპლთა წინაშე. და პატიებას გთხოვთ“.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, პოლონეთზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმას “ბარბაროსული აქტი” უწოდა:

“მეორე მსოფლიო ომის დავიწყება არ ძალგვიძს, მაშინაც კი, როცა მისი მოწმეები აღარ არიან… საიმისოდ, რომ დარწმუნებული ვიყოთ – ის, რაც მოხდა ველიუნში და შემდეგ პოლონეთის ბევრ სხვა ადგილას, აღარასოდეს განმეორდება“.

ომს, 50 მილონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეეწირა ექვსი მილიონი პოლონელი,  სამი მილიონი პოლონელი ებრაელი.

ფლორიდას ქარიშხალი “დორიანი” დაატყდა თავს. ამის გამო პოლონეთში ვიზიტი გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კომენტარები