„მეორე ტურამდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მცდარი იყო. გათავისუფლება, ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ რეალისტურია“-გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში –  „360 გრადუსი“ განაცხადა:

-„ჩვენ ვთვლიდით, მეორე ტურამდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მცდარი იყო არა იმიტომ, რომ გათავისუფლება არ არის სწორი მოთხოვნა. ჩვენ ვამბობდით, –  პირიქით, მეორე ტურზე მოქალაქეთა მობილიზება იყო ნაბიჯი პოლიტიკური დევნის შეჩერებისკენ, რაც მოხდება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ან მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ. ყველა პოლიტპატიმრის და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ასე ამაზრზენად მოექცნენ, გათავისუფლება ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა რეალისტურია.

საკრებულოებისგან განსხვავებით, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს. პარლამენტისგან განსხვავებით, ზოგ საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა აქვს, მათ ივანიშვილის რეჟიმის მორყევის შესაძლებლობა აქვთ. ამ პარლამენტში დემოკრატიული ოპოზიცია, არ ვგულისხმობ ელისაშვილს, იმიტომ ხომ არ შევიდა, რომ ლეგიტიმაცია მისცეს, არამედ იმიტომ, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები მომხდარიყო, რეფერენდუმის საკითხი და საარჩევნო ბარიერის საკითხი დამდგარიყო. წინა 3 საკითხი ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც ვვარაუდობდით, დემონსტრაციულად გადააგდო ყველა, ვინც შეთანხმებაში იყო. „ლელოს“ თავმჯდომარემ როდესაც განაცხადა, –  პარლამენტიდან გავიდა და იქ ხალხს „ტაში მოწყვიტა“ და შემდეგ გაირკვა, რომ მისი პარტია რჩება, მე მგონია, –  ეს არათანმიმდევრულობა ალოგიკურია და საზოგადოების ნაწილის აბუჩად აგდებაც კი არის.

იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილს არ მოუწევს ციხეში 6 წელი ჯდომა, ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, უპასუხისმგებლო განაცხადს, –  ვინმეს გარანტიას ან განცდას აძლევდე, რ- „ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ“. უპასუხისმგებლობა არის, შენ თუ ჰპირდები შენს პარტნიორს, მითუმეტეს შენი პარტიის ლიდერს იმას, რაც ხელში არ გიჭირავს. მისი პატიმრობა არ არის მისი პარტიის ან მისი პერსონალური პრობლემა. ეს არის ქვეყნის პრობლემა, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვისაც ძალიან არ მოსწონს სააკაშვილი ან მთლიანი ყოფილი ხელისუფლება. პრინციპული საკითხია მისი პატიმრობის შეწყვეტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ან პოლიტპატიმარს ტყუილი ვუთხრათ, – ახლავე შევძლებთ შენს გათავისუფლებას ისე, რომ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში. ეს ალოგიკურია“.

კომენტარები