„მეჟდუ საბოიჩიკში” ვინ ვის უღალატა ნაკლებად მაინტერესებს“ -გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით  „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს:

-„ამ წერილში ივანიშვილი ისევ „ნაცმოძრაობაზე“,„ ნაცმოძრაობა“ ისევ „ოცნებაზე,“ – აი ეს გაუთავებელი პინგ-პონგი, თუ არ დავამთავრეთ ამ ქვეყანაში ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, ამ ქვეყანას  არ ეშველება. ყველანი არიან ჩემთვის ერთი სახე, რომელიც არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი პრობლემა. „მეჟდუ საბოიჩიკში” ვინ ვის უღალატა ნაკლებად მაინტერესებს“.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

კომენტარები