მერაბ დვალიშვილი: „მადლობა ღმერთს – მშენებლობაზე მუშაობა აღარ მომიწევს“

16 აგვისტოს მერაბ დვალიშვილი ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა აქტივში, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ჩაიწერა.

-„მშენებლობაზე ვმუშაობდი, ახლა მებრძოლი ვარ, UFC-ში გამოვდივარ, მშენელობაზე მუშაობა აღარ არის საჭირო. მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ის.

დღევანდელი გამარჯვება მაძლევს შესაძლებლობას, ნიუ-იორკში ბინა შევიძინო. ეს ჩემი ოცნებაა, ეს ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.

კომენტარები