მერაბ მეტრეველი ხელისუფლებას: თქვენი აზრით, მომიტინგეების თავში დამიზნებით სროლა და თვალის ამოთხრა პროპორციული ძალაა?!

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სოციალურ ქსელში, გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას კითხვით მიმართავს:

“ქოცები რომ გაიძახით, აბა, რა უნდა ექნათ, – პარლამენტში შეჭრა ეცლიათო?! – თქვენ რამე გაგიგიათ პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ?!

ეს, თქვენი აზრით, პროპორციული ძალის გამოყენება იყო?! მომიტინგეების ლამის სახლამდე დევნა და თავში დამიზნებით სროლა, თვალის ამოთხრა პროპორციული ძალაა?!” – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს, ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა ახალგაზრდამ, თვალი დაკარგა.

კომენტარები