მერია სპორტსმენებს შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს.
„სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია მეორედ ახორციელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში სპორტსმენების ეკიპირებით უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის, მათ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. თბილისის მერია შარშანაც ძალიან აქტიურად ახორციელებდა სპორტულ პროექტებს და მხარს უჭერდა სპორტსმენებს. ეს მიდგომა გრძელდება და ასე იქნება მომდევნო წლების განმავლობაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები