„მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა. რამდენიმე კვირაში გვექნება…“

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

-„ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე კოვიდით ინფიცირებულებს ვმკურნალობთ. რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა, – ამის შესახებ

დღეიდან ჯანმოს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ჯგუფების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე, რეანიმაციის და კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა. მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაცია, დავიცვათ რეგულაციები, დისტანცია, ვატაროთ პირბადე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვთხოვო, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ“.

კომენტარები