„მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ“ – ბიძინა კულუმბეგოვი

-„შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ  იმდენად ძლიერი არ იქნება,  ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. მოსახლეობის 95% პირბადეს თუ გამოიყენებს, – მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა, შესაძლოა, 1,200-ს, 1,500-ს ან მაქსიმუმ 2 ათასს მიაღწიოს.

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ რეგულაციების აღსრულების მექანიზმი თუ არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება.

თუ გვინდა,  სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე სკოლაში“, – განაცხადა  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.2%-ია.

მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  იმ შემთხვეევაში, თუ შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში საზოგადოება მაქსიმალურად არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება.

შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რა პროგრესიც დღეს გვაქვს. თუ მოვუფრთხილდებით, მაშინ არ გვექნება არც მესამე ტალღა და არც ის კოშმარი, რაც გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში.

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება.

კომენტარები