მესი პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

Besoccer-ის ინფორმაციით,  კატალონიური „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ელოს (ELO) სისტემის მონაცემებით პლანეტის საუკეთესი მოთამაშე გახდა.

რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ ფეხბურთელის გავლენას თამაშზე გატანილი გოლების მიხედვით, აგრეთვე ტურნირის დონე, რომელშიც მოთამაშე მონაწილეობს.

 

მეორე ადგილი წილად ხვდა პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს, მესამე – ტიერი ანრის.

ათეულში მოხვდნენ ლუის სუარესი, ზლატა იბრაგიმოვიჩი, ჰარი კეინი, მოხამედ სალახი, ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი და რადამელ ფალკაო.

წყარო: gazeta.ru

კომენტარები