„მესტიაში დაახლოებით 975 ნიმუში გაკეთდა, იქიდან მხოლოდ ორია დადებითი“
-„მესტიაში დაახლოებით 975 ნიმუში გაკეთდა, იქიდან მხოლოდ ორია დადებითი.
5 ახალი ინფიცირებულიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, ერთ-ერთი მესტიაშ ცხოვრობს, კონტაქტი ლენჯერის თემთანაა. უფრო გაფართოებული ტესტირება დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ფართოვდება .
მოგეხსენებათ, გუშინ გაკეთდა დაახლოებით 975 ნიმუში, გუშინწინ აღებული გუშინ დამთავრდა, იქიდან მხოლოდ ორია დადებითი,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
სვანეთში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგებმა მესტიის, უშგულისა და უკვე ჩაკეტილი ლენჯერის მოსახლეობა შეამოწმეს.