მესტიაში, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876″-ის მასალები გამოიფინება – გამოფენა 3 აგვისტოს

 საქართველოს ეროვნული მუზეუმი ინფორმაციას ავრცელებს:

3 აგვისტოდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ხალდეს აღორძინების ფონდის ეგიდით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში „სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876″-ის მასალები გამოიფინება.

მუზეუმში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოგვითხრობს თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის – ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე.

გამოფენა 3 აგვისტოს 15:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციის ნახვა მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები