„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება“

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით
იცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე,
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ
ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება.

დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან
გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და
ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის
მეშვეობით;
მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ
მოძრაობა შეიზღუდება;
გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის
ქუჩის გავლით მოხვდება;
ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების
მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა
ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.
ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე
ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და
მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის
ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული
გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან.

ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის
ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა.
„ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები
N86, N95, N116, N136 და N139 დადგენილი მიმართულებით მოძრაობას
განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის
ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით
დაუკავშირდებიან.ტერას“ საკითხზე, შეუძლია, დედოფლისწყაროში ჩავიდეს. მე-11 თვეა, ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. ვისაც გული შესტკივა კომპანია „ფრონტერას“ მიმართ, ამ კომპანიის საქმიანობას გადახედოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. იქ ადამიანებს სპეცაღჭურვილობაც არ აქვთ, რომლითაც ისინი უნდა მუშაობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი.

N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ
„ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და
ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ
მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“

კომენტარები