მეტროში დაკვამლიანების გამო მგზავრმა გონება დაკარგა
მეტროში დაკვამლიანების გამო მგზავრმა გონება დაკარგა.
ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს სადგურ „ნაძალადევში“ დაკვამლიანება იყო. ერთ-ერთმა მგზავრმა გოგომ გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მეტროში დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში შეფერხება იყო. მგზავრებს დააცლევინეს ვაგონები. თუმცა, ახლა ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო შეუფერხებლად მუშაობს.