მეუფე დანიელი: „ვირუსის შესაჩერებლად მხოლოდ ექიმების თავდადება საკმარისი არ იყო, ეს მართლა სასწაულია. – უშუალოდ პატრიარქის ძალაზე, რომელმაც ჩვენს ერს რწმენის ძალიან დიდი ტრადიცია დაუბრუნა“

-„ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელების დროს, აღდგომის ღამეს ტაძრებში ასობით ათასი ადამიანი იყო და ეზიარა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს ეკლესიის სარწმუნოების ძალაზე, ვინაიდან სხვა ქვეყნებში ტაძრებში მრევლი არ შეუშვეს.

ეკლესიამ არაერთხელ გადაუხადა მადლობა ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებს, ჩვენი დაცვის სამსახურსა და ქვეყნის ხელისუფლებას. თუ რომელიმე ქვეყანაში ვინმემ თავდადებით იშრომა, ეს სწორედ ამ ადამიანებმა გააკეთეს. თუმცა, მე ვთვლი, რომ მათი თავდადება საკმარისი არ იყო და ეს მართლა სასწაულია. ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელების დროს, აღდგომის ღამეს ტაძრებში ასობით ათასი ადამიანი იყო და ეზიარა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს ეკლესიის სარწმუნოების ძალაზე, ვინაიდან სხვა ქვეყნებში ტაძრებში მრევლი არ შეუშვეს. ეს მეტყველებს უშუალოდ პატრიარქის ძალაზე, რომელმაც ჩვენს ერს რწმენის ძალიან დიდი ტრადიცია დაუბრუნა, რომელიც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში დაკარგული გვქონდა. დღეს რელიგიური სამყარო უყურებს პატრიარქს, როგორც ადამიანს, რომელმაც სასწაული მოახდინა. მან აჩვენა ყველას იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანმა, სასულიერო პირმა თუ მრევლმა, ღვთის დახმარებით შეინარჩუნოს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა“, – განაცხადატელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა.

კომენტარები