„მეუფე იაკობის განცხადება, შესაძლოა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი იყოს“

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს:

„მეუფე იაკობის განცხადება, შესაძლოა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი იყოს.

მგონია, რომ ეს არის მცდელობა მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ჩამოაგდონ გარკვეული არასასიამოვნო ურთიერთობა. ამიტომ ნამდვილად არ მინდა მაგ თემაში შესვლა. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს საპატრიარქოსთან, ჩვენს უწმინდესთან, სარწმუნოებასთან, შესაბამისად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ კამპანიის და მგონია რომ ეს არის კამპანია, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ”.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

 

კომენტარები