მეუფე იაკობი გიორგი გახარიას შესახებ: „ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე ტყუილი არაფერი მაქვს“

ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი გიორგი გახარიას შესახებ:

-„ბატონი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის. ზედმეტ პატივად მიმაჩნია, გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი ან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე ტყუილი არაფერი მაქვს ნათქვამი. გიდასტურებთ, რაც ვთქვი. ხომ ამბობდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ამას ფხიზელი გეუბნებით.

ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა?! გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული?! სტრატეგია ჰქონდა სწორი?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები