მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. მან ასევე დატოვა საპატრიარქოს საფინანსო საბჭო

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. მან ასევე დატოვა საპატრიარქოს საფინანსო საბჭო. „ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და პატრიარქი საქმის კურსში ჩავაყენე.

ეპარქიაში ბოდბის მიტროპოლიტად ვრჩები“.

მეუფე არ ამბობს, რა რეაქცია ჰქონდა ილია მეორეს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მეუფე იაკობმა უხამსი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.

„მაღალჩინოსნებზე ნათქვამს ისევ ვადასტურებ“, – განაცხადა მეუფემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები