„მეუფე პეტრემ კიდევ ერთი ტყუილი, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო“

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ​​ ფაჩუაშვილმა განაცხადა:

„პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან.

მეუფე პეტრე ცაავამ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ის პატრიარქმა გადააყენა.

ვნახე მეუფე პეტრეს კომენტარი და სპეციალურად მოვედი კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეუფე პეტრემ კიდევ ერთი ტყუილი, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო.

მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან“.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრემ  სხდომის დასრულების განაცხადა:

„მე განმაყენეს მღვდელმთავრობიდან. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში „პადარასტიის” მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვების.

ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

კომენტარები