მეუფე სტეფანე: „განწყობა არ მაქვს ვინმე დავსაჯო და განვკვეთო“

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ  (კალაიჯიშვილი) სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა:

-„მე წირვას ვატარებ, არ ვარ გამომძიებელი, როდესაც ამბობენ, – სისხლისღვრა იქნება, ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია, თავისთავად მათ მივმართავ.

ვინც ამბობს, – დაპირისპირება და სისხლისღვრა მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, საიდან ამბობს ამას. ან თვითონ ამზადებს ტერაქტს, ან კიდევ მან იცის, – ტერაქტი მზადდება. სამართალდამცავება უნდა ჰკითხონ, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. ეს სამართალდამცავი ორგანოების გამოსაძიებელია. თავისთავად მივმართავ მათ. მე არ მივდივარ იმ გზით, ვინმეს დავუპირისპირდე, შემეძლო ახლა კანონიკურად უფრო მძიმე ფორმებით მოვქცეოდი ზოგ ადამიანს, მაგრამ ეს არ გავაკეთე

22 აპრილს, ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამბიონიდან „ლოცვის დროს ადამიანებს ჭკუას ასწავლის“.

21 აპრილს სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა და კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს. ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან, უნდა დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს „ცილს სწამებს.

კომენტარები