მეუღლისა და 4 შვილის მკვლელობისთვის შეცდომით დაკავებული ფრანგი გაათავისუფლეს
შოტლანდიაში, მეუღლისა და 4 შვილის მკვლელობისთვის შეცდომით დაკავებული ფრანგი გაათავისუფლეს.
დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დაკავებულია სხვა ადამიანი.
„მკვლელობაში ეჭვმიტანილი“ კაცი პოლიციამ გლაზგოს აეროპორტში 12 ოქტომბერს დააკავა.
გლაზგოს აეროპორტში ქსავიე დუპონ დე ლიჟონი დააკავეს. ის შოტლანდიაში პარიზიდან ყალბი პასპორტით ჩაფრინდა. ქალაქ ნანტში ქსავიე დუპონ დე ლიჟონმა ცოლ-შვილი და ორი ძაღლი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა.