2017 წლის მონაცემებით მექსიკის შტატის ვერაკრუსის 44 მუნიციპალიტეტში 340 საიდუმლო საფლავია აღმოჩენილი. 225 სხეული, 335 თავის ქალა და 30 ათაზე მეტი ძვლის ნარჩენები. აქედან მხოლოდ 111-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. – განაცხადა შტატის გენპროკურორმა ხორხე უინკლერმა.
ბოლო წლების განმავლობაში კონტროლის მოსაპოვებლად ორი მსხვილი ნარკოკარტელის: „ლოს-სეტას“ და „ყურეს“ შორის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს მკვლელობებიც ამ ფაქტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში 2017 წელი იყო ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი. თითოეულ დღეზე 80 მკვლელობა.
„ლოს-სეტასი“ თავდაპირველად „ყურის“ მნიშვნელოვანი საბრძოლო ფრთა იყო, შემდგომში გამოეყო, დამოუკიდებელ კრიმინალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და დაუპირისპირდა თავის „მშობელს“.
შტატის გენპროკურორის მონაცემებით 2010 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 3,6 ათასი ადამიანს შეადგენს.
წყარო: ria.ru