მექსიკის სენატმა კანაფის მოხმარების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მექსიკის სენატმა კანაფის მოხმარების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტს ხმა 82-მა დეპუტატმა მისცა, 18 წინააღმდეგი იყო. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს მხარს დეპუტატთა პალატაც დაუჭერს, 15 დეკემბრიდან მექსიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდება. ამ ინფორმაციას El Economista ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეებს უფლება მიეცემათ პირადი მოხმარებისთვის 28 გრამი კანაფი იქონიონ და საკუთარ ეზოში 6-8 ბუჩქი კანაფი მოიყვანონ.

კომენტარები