„მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ზაფხულში ამ დაავადებამ შესაძლოა სერიოზული შეღავათი მოგვცეს“

-„მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ზაფხულში ამ დაავადებამ შესაძლოა სერიოზული შეღავათი მოგვცეს. მაგრამ, როგორც კი ვირუსი ოდნავ მინელდება, ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების უფლება, ყველა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისა და ზამთრისთვის.

გამორიცხული არ არის, ეს ინფექცია გვიან შემოდგომასა და ზამთარში დაბრუნდეს, ისევე როგორც ბრუნდება ნებისმიერი რესპერაციული ინფექცია. „თუ ვაქცინა მანამდე იქნა ეს ძალიან კარგი იქნება, თვითონ სისტემა უნდა იყოს მომზადებული. ვაქცინა შემოდგომისთვის ვერ შეიქმნება იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოს. ამას დრო სჭირდება.

უნდა მოხდეს ექიმების გადამზადება, პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შევსება. „კოვიდი შეიძლება ისევ დაბრუნდეს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები