მეცნიერები არკვევენ, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი თანამედროვე მედიცინის დახმარების გარეშე

ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თანამედროვე ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ მეცნიერებისა და მედიცინის მიღწევების წყალობით, იუწყება  Scientific Reports.

 

ამასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია კომფორტული გარემო. გაირკვა, რომ ადამიანის სიცოხლის ბუნებრივი ხანგრძლივობა არ აღემატება 38 წელს. მეცნიერებმა შეადგინეს სიცოცხლის ხანგრძლივობის დასადგენი მეთოდიკა, რომელიც ეყრდნობა გენების კვლევას. მიღებულმა მონაცემებმა ექსპერტები საგონებელში ჩააგდეს. გაირკვა, რომ ბუნებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოსტატისტიკურზე გაცილებით მოკლეა.

 

წყარო: Panorama.am

 

კომენტარები