მეცნიერები ბიზნესმენებს ელექტრონულ მრჩეველს, “გენერატორ-გონიერს” ვთავაზობთ! – ზაურ ციხელაშვილი:

მეცნიერები ბიზნესმენებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მართვის გამოყენებით დამხმარე-მრჩეველ უნივერსალურ-ინტელექტუალურ კომპიუტერულ სისტემა-გენერატორ გონიერს სთავაზობენ
(მეთოდოლოგიური პროცედურა) ზაურ ციხელაშვილი, ზურაბ გასიტაშვილი, ანზორ კუპატაძე, მურმან კუბლაშვილი, გია ბერძენაშვილი, დიმა ნიკოლაძე, შოთა ციხელაშვილი, იოსებ ციხელაშვილი, საბა უსტიაშვილი, გიორგი ცირამუა, გიორგი ჯერენაშვილი ნებისმიერ ბიზნეს სფეროში, როგორც ცხად ასევე არაცხად-ბუნდოვან გარემოს პირობებში, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მართვის დამხმარე-მრჩეველი უნივერსალურ-ინტელექტუალურ კომპიუტერულ-პროგრამული სისტემა-გენერატორ-გონიერის გამოყენების მეთოდოლოგიურ პროცედურაში გათვალისწინებულია ამა თუ იმ დარგის ექსპერტ-სპეციალსტის მიერ საწყისი საანალიზო-მახასიათებელი MxN რიგის მატრიცის შემდგენი i=1,2,…,n ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით როგორც ხარისხობრივი დიფერენციული di სამოდელო დამოკიდებულებების აგება, ასევე მათ მიხედვით შედგენილი კომბინაციების შესბამისად Di ინტეგრირებული ხარისხობრივი შეფასებების განსაზღვრაც.
აქ აღსანიშნავია, რომ ექსპერტ-სპეციალისტის მიერ შედგენილი MxN საანალიზო მატრიცის i-ური ფაქტორ-მაჩვენებლების შესაბამისად აგებული di სამოდელო დამოკიდებულებების სასურველი დიფერენციულ-კრიტერიული მნიშვნელობების შეფასებები აიღება ჰარინგტონის უგანზომილებო ფსიქო-ფიზიკური ტესტური შკალის ხარისხობრივი მონაცემების მიხედვით, რომელიც იცვლება გადაწყვეტილებთა მიღების დასახასიათებელი პროცესის სასურველობის ცვალებადობის 0-დან 1-მდე არეში (0-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის აბსოლუტურად ცუდი შეფასებაა, ხოლო 1-აბსოლუტურად კარგი). ამასთან ზოგადად, MxN მატრიცის შემდგენი ცალკეული i-ური ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით ექსპერტ-სპეციალისტის მიერ შესაძლებელია დასახასიათებელი ფსიქო-ფიზიკური მოსაზრების სასურველობის განაცხადი აიგოს შესადგენ di=d1,d2,…,dn ხარისხობრივ მოდელებში როგორც ცხად, ასევე ბუნდოვან გარემოს პირობებში ხარისხობრივ მოდელების მათი ცვალებადობის [0-1] არეში.
აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგიურ პროცედურაში გადაწყვეტილებათა მიღების მართვის პროცესის შეფასება ზოგადად განისაზღვრება ჰარინტონის უგანზომილებო ფსიქო-ფიზიკური ხარისხობრივი შკალის შემდეგი გრადაციების შესაბამისად: d=1.00 – პარამეტრის (i- ური ფაქტორ-მაჩვენებლის) მაქსიმალურად შესაძლო დონე, რომელიც ყოველთვის არ მიიღწევა; d=1.00÷0,80 –პარამეტრის დაშვებული და მაღალი დონე, რომელიც ასევე ყოველთვის არ მიღწევა; d=0.80÷0,60 –პარამეტრის დაშვებული და კარგი დონე (ამასთან იმაზე მაღალი, რომელიც რეალურად მიიღწევა); d=0.60÷0,37 – პარამეტრის დაშვებული და საკმარისი დონე; d=0,37 – პარამეტრის მიცემული დონე (შეესაბამება პარამეტრის ხარისხის შეფასების იმ მაჩვენებელს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული); d=0,37÷0 –პარამეტრის დაუშვებელი დონე; d=0 – პარამეტრის მაქსიმალურად არასასურველი დონე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ შედგენილი di სამოდელო დამოკიდებულებების და მათ შესაბამისად აგებული Diინტეგრ კომბინაციების ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასებები, შემკვეთი ექსპერტ-სპეციალისტის მიერ, შეიძლება განსაზღვრულ იქნას ხელოვნური ინტელექტის წინასწარ შედგენილი დესკრიფციული (აღწერითი) მოდელების საფუძველზე – ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასების გრადაციის მიხედვით.
ამრიგად, საანალიზო-ექსპერტული მატრიცის დასახასიათებლად შემოთავაზებული მეთოდოლოგიური პროცედურა შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ერთგვარ ინსტრუმენტურ-დიაგნოსტიკურ საშუალებად. მეთოდოლოგიურ პროცედურაში di დესკრიფციული ხარისხობრივი მოდელების შესადგენად სააპროქსიმაციო საშუალებად აღებულია შემდეგი სახის ორმაგი ექსპონენციალური ფუნქცია: d_i=exp⁡(-exp⁡(-(b_0+b_i×H_i )), სადაც di საანალიზო ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით შედგენილი დესკრიფციული (აღწერითი) მოდელის i-ური მნიშვნელობის შეფასების სიდიდეა. (i=1,2,…,n) – MxN რიგის მატრიცის მდგენელი ფაქტორ-მაჩვენებლების რაოდენობაა), Hi – საანალიზო მატრიცის ასაღები სასურველი i-ური ფაქტორ-მაჩვენებელია, bo და b1 – დესკრიფციული მოდელის საძიებელი კოეფიციენტებია, რომლებიც გამოითვლება სპეციალური წრფივი სისტემის შედგენითა და ამოხსნით. Di ინტეგრირებული შეფასებაა და აიღება როგორც ცალკეული მდგენელი i-ური ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით აგებული di დიფერენციული კრიტერიული მოდელების ნამრავლის საშუალო-გეომეტრიული სიდიდე – Dm = (d1xd2x…xdm)1/m. აღსანიშნავია, რომ ექსპერტ-სპეციალისტის ფსიქო-ფიზიკური სასურველობის შესაბამისად აგებული di მოდელების მაჩვენებლების სხვდასხვა კომბინაციების მიხედვით შეიძლება ზოგადად განისაზღვროს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის Dm ინტეგრირებული ხარისხობრივი მაჩვენებლების სიდიდეები (რომელთა შესაბამისად შეირჩევა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის სასურველი ვარიანტი). ამრიგად, წარმოდგენილი მეთოდოლოგიური პროცედურით შესაძლებელია ნებისმიერ ბიზნეს სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების მართვის პროცესის გენერირება ექსპერტ-სპეციალსტის მიერ სასურველობის ფსიქო-ფიზიკური მოდელირების საფუძველზე, უნივერსალურ-ინტელექტუალური დამხმარე-მრჩეველი კომპიუტერული სისტემა გენერატორი-გონიერის გამოყენებით. ამასთან, ზოგადად მნიშვნელოვანია, ის გარმოება, რომ ნებისმიერ ბიზნეს სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ეკონომიურობა (როგორც რეალური დროის ცხად, ასევე ბუნდოვანი გარემოს სტრატეგიულ მოლოდინის პირობებში) შეიძლება განხორციელდეს მიზანმიმართულად შესაძლო ზარალისა და რისკის გარეშე.
კონტაქტები:
ამერიკის ბიოლოგიური საზოგადოების „ოქროს მედლის“ მფლობელი საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ზაურ ციხელაშვლი (ხელმძღვანელი) – მობ.: 593240271, ელ.ფოსტა: tsikhelashvilizaur@gmail.com;
ეროვნული და სოციალური ურთიერთობების დარგობრივი აკადემიისა და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ანზორ კუპატაძე (თანახელმძღვანელი) – მობ.599973989, ელ.ფოსტა: elzachxartishvili@gmail.com;
ეკონომისტ-მათემატიკოსი დიმიტრი ნიკოლაძე – მობ.: 599858791.
კომენტარები