მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ წყალმცენარეზე დაყრდნობით სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ფორმებს აღმოაჩენენ

კოლორადოს, ფლორიდის (აშშ) და ანტოფაგასტის (ჩილე) მკვლევართა ჯგუფმა ლიულაილაკოს ვულკანის მაღალმთიან მყინვარწვერზე თოვლის საფარში ერთუჯრედიანი წყალმცენარის – ხლამიდომონის ორი სახეობა აღმოაჩინეს. ამ ერთუჯრედიანებს ექსტრემალურ პირობებში არსებობა შეუძლიათ.
ლიულაილაკოს ვულკანი მოქმედია და სიმაღლით მსოფლიოში მეორეა. ის ატაკამას უდაბნოს გადამხმარ პლატოზე მდებარეობს, სადაც სიცოცხლის ნიშნები არ შეინიშნება და კლიმატი მარსიანულს წააგავს.
ინფორმაციას „russian.rt.com“ ავრცელებს.

კომენტარები