მეცნიერები, სიმსივნის მიმანიშნებელი ღამის სინდრომის შესახებ გვაფრთხილებენ

ევროპული ფონდის „Lung“-ის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ობსტრუქციული აპნოე, რომლის დროსაც ადამიანს ღამის განმავლობაში, სუნთქვის ხშირი შეჩერებები და ხმამაღალი ხვრინვა ახასიათებს, კიბოს წარმოქმნაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს. ამის შესახებ, პრეს-რელიზში „Medicalxpress“ არის ნათქვამი.

ობსტრუქციული აპნოეს დროს, ადამიანს სუნთქვა, 40 წამითაც შეიძლება შეუჩერდეს, მაგრამ ის ამ სიმპტომების გამოვლენის შესახებ, შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს. ადამიანები აპნოეს დაავადებით, ხშირად ძილის დარღვევას და გადაჭარბებული დაღლილობის გრძნობას უჩივიან.

გამოკვლევაში 19 ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. რის შედეგადაც, კიბოს მაჩვენებელი, აპნოეთ დაავადებულ ადამიანებს, უფრო ხშირად უმჟღავნდებათ.

კომენტარები