მეცნიერები წონის დაკლებისთვის კოფეინის მიღებას გვირჩევენ
ბრიტანეთში ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოფეინი გახდომას უწყობს ხელს.
სპეციალისტების გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კოფეინის მოხმარება ე.წ. „ყავისფერ ცხიმს“ ააქტიურებს, რაც კალორიების დაწვას იწვევს. ამის გარდა, ის ჭარბ წონიან და დიაბეტიან ხალხზე თერაპიულად მოქმედებს.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.