მეცნიერებმა დაადგინეს დინოზავრების გადაშენების საბოლოო მიზეზი

იელის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ მიაგნეს დინოზავრების დაღუპვის საბოლოო მიზეზს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ გიგანტური რეპტილიების გადაშენების მიზეზია ასტეროიდი, რომელიც 66 მილიონი წლის წინათ ჩამოვარდა ჩვენს პლანეტაზე. ვულკანები აქ არაფერ შუაშია, დარწმუნებული არიან მეცნიერები. ასტეროიდისგან დარჩენილი კრატერი 1990-იან წლებში აღმოაჩინეს, ის მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, იუწყება  enovosty.com.

აქამდე, მიუხედავად კრატერის არსებობისა, დავა იმაზე, თუ რამ გამოიწვია დინოზავრების დაღუპვა, არ წყდება. ზოგს სჯერა, რომ ამის მიზეზია ამოფრქვეული ვოლკანები, რომლებმაც გამოიწვიეს კლიმატის ცვლილება.

იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ვულკანები, რომლებმაც კლიმატის მასშტაბური ცვლილება გამოიწვიეს, ამოიფრქვა დინოზავრების გადაშენებამდე დიდი ხნით ადრე.

მოდელირების წყალობით დადგინდა, რომ რეპტილიების მასობრივი დაღუპვის დროს კლიმატური ცვლილება არ მომხდარა. ვულკანების ამოფრქვევამ მართლაც გამოიწვია ტემპერატურის 2 გრადუსით აწევა, მაგრამ დაღუპვის მომენტშიტემპერატურა უკვე თავის ძველ ნიშნულთან იყო დაბრუნებული. ამის შესახებ განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა მაიკლ ჰენეჰანმა.

წყარო: enovosty.com

კომენტარები