მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

ინგლისში დინოზავრის აქამდე უცნობის სახეობა აღმოაჩინეს, – ტირანოზავრ რექსის მონათესავეა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღმოჩენა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა გააკეთეს.  გასულ წელს, სოფელ შანკლინთან ნაპოვნ 4 ძვალს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ. დაადგინეს, რომ  მეცნიერებისთვის აქამდე უცნობ სახეობის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ცხოველის სიგრძე,  4 მეტრამდე იყო, ორ ფეხზე გადაადგილდებოდა, დაახლოებით 115 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა მას – Vectaerovenator inopinatus-ი დაარქვეს.

კომენტარები