მეცნიერებმა კისელევსკში მიწისქვეშა ხანძრების მიზეზები გაარკვიეს

კისელევსკში მიწისქვეშა ხანძრები, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ლპობითაა გამოწვეული, – ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ.

საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“-ის ინფორმაციით, ქალაქ კისელევსკის პრეს-მდივანი ანასტასია ტიმოფეევა აცხადებს, რომ წლობით დაგროვებული ნაგვის მასა წვას განაგრძობს და ამჟამად ამ ლპობადი ნაგვის გატანასთან დაკავშირებული სამუშაოები იწყება. რის შემდეგაც, ამ ადგილზე თიხას მოაყრიან და ბოლოს მისი რეკულტივაცია შედგება.

კომენტარები