მეცნიერებმა მექსიკის ყურეში უჩვეულოდ პატარა ზომის ზვიგენი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მექსიკის ყურეში სრულიად ახალი სახეობისა და უჩვეულოდ პატარა ზომის ზვიგენი აღმოაჩინეს. ზვიგენი სიბნელეში ანათებს.
ტულანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს რომ ამერიკული „ჯიბის ზვიგენის” ეს უცნობი სახეობა სულაც არაა ისეთი საშიში, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლები არიან.
ზვიგენის მსგავსი სახეობა 1979 წელს, წყნარ ოკეანეშიც აღმოაჩინეს, თუმცა მათ ერთმანეთისგან ბევრი მახასიათებელი გამოარჩევს.
ორივე ზვიგენს აქვს ე.წ. ჯიბე, რომელშიც მანათობელი ჯირკვალია ჩამალული. ისინი მათ ნადავლის ყურადღების გასაფანტად, თავდასხმამდე იყენებენ

კომენტარები