მეც მინდება კარგი საჭმელები… თმები შევიჭერი და გავყიდე, რომ საჭმელი გვეყიდა

7 წლის ელენე სირაძემ შიმშილს რომ ვეღარ გაუძლო, თავისი ნალოლიავები, ლამაზი, გრძელი თმები შეიჭრა და საპარიკმახეროში ჩააბარა. ამ ფულით ბებომ ელენეს საჭმელი უყიდა… საქართველოში 7 წლის გოგონებს შიათ! ნახეთ ვიდეო:

ელენე სირაძე:

– ჩვენს წინ არის სახლი და იქიდან მუდამ კარგი საჭმელების სუნი გამოდის. მეც მინდება კარგი საჭმელები და ბებია რომ მიდიოდა ზესტაფონში, თმებს რომ იჭრიან – იქ წავიკითხე, რომ (მეორე კლასში ვარ და კითხვა ვიცი!) თმებს იბარებენო და ბებოს ვუთხარი, თმებს შევიჭრი, ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება მეთქი…

ელენე სირაძე ხარაგაულში, წარმოუდგენელ სიღატაკეში ცხოვრობს ბებიასთან, და-ძმასთან და მშობლებთან ერთად. 3 მცირეწლოვანი ბავშვი უფასო სასადილოში დამზადებული სადილით იზრდება. უფროსებიც ამით საზრდოობენ. გამუდმებულმა პრობლემებმა ელენეს მამა დაასნეულა.
ელენე სირაძე: თმები რომ შემაჭრეს, ძალიან დამენანა… ყველაზე მეტად ის მინდა, საჭმელი სასადილოდან აღარ მოგვქონდეს და სახლში ვამზადებდეთ. ხილი და კანფეტებიც გვქონდეს…

ელენეს საკვების გამო თმების შეჭრა აღარასოდეს არ უნდა დაჭირდეს! ელენეს დასახმარებლად კეთილი ადამიანები ფულს და რესურსს აგროვებენ. შენ, კეთილო ადამიანო, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობ – ხომ არ შეუერთდები აქციას?
ელენეს დასახმარებლად შეგიძლიათ, მცირედი თანხა ამ ანგარიშებზე გაიღოთ: თიბისი ბანკი GE09TB7069345061100069
საქართველოს ბანკი GE80BG0000000101366407
მიმღები: მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ელენეს საკვებისათვის.
ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა პ/ნ 01001022567 მეგი
კანდელაკი….დაგვირეკეთ 577566599 whatsapp, viberi….
საკვებს ვაგროვებთ ქ.თბილისი ვაჟა ფშაველას 6კვარტალი,კორპუსი 5ა…დახმარებას რომ მივაწვდით ვიდეოს დავდებთ სიკეთის ქალაქის ფეისბუქ გვერდზე…..

დაგვირეკეთ 577566599 whatsapp,viberi

ელენე სირაძის ოჯახი ცხოვრობს
ხარაგაულში,9 აპრილის ქუჩა, N 18.

კომენტარები