„მე არასდროს შევხვედრივარ გიორგი გახარიას, მაგრამ მსმენია, რომ ის ეფექტური მენეჯერია“

ამერიკელმა დიპლომატი მეთიუ ბრაიზა განცხადებას ავრცელებს:

„მე არასდროს შევხვედრივარ  გიორგი გახარიას, მაგრამ მსმენია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს მთავრობის მართვას თავს ყოველდღიურობაში.  ნებისმიერი, ვინც ადევნებს თვალყურს საქართველოში ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ, შესაძლოა, არაა დიდი რაოდენობა, მაგრამ ისინი სარგებლობენ საკუთარი შეკრების, გამოხატვის უფლებით და მათთვის გაუგებარია, რომ ყოფილი შს მინისტრი გახდა პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ამ საკითხში აშშ არ არის ჩართული. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა გარკევული როლი „ვარდების რევოლუციაში“, მაგრამ – არა. როდესაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ცვლილებები, ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლა გაკვეთილი, გავრილოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორ იყოს წარმოდგენილი საქართველო ამერიკის დღის წესრიგში სტრატეგიულად. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს გაძლიერებაში და იმ მომენტისთვის მომზადებაში, როდესაც ნატო იტყვის – გაწევრიანების დროა“.

კომენტარები