“მე არ ვენდობი ვაქცინას, მე არ გავიკეთებ და ვერც ვერავის ვერ მივცემ და არც მივცემ კურთხევას, რომ გაიკეთოს… “

– “ჯანმო – მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოება, იცით ვინ დაარსა? ყველამ ვიცით, ალენ დალესმა და მისმა ძმამ… ალენ დალესი ვინ იყო? ყველამ იცის, პირდაპირ წერია , ამბობს თვითონ: “ჩვენ მთელი მსოფლიო უნდა გავრყვნათ, რომ ანტიქრისტეს მოვუმზადოთ ტახტი”. მოდი ახლა და მაგათ გაკეთებულ რამეს ენდე (იცინის)… შორს ჩვენგან!
ერთი რამე ნამდვილია, რომ არავითარი ვადა არ არის დაცული, რომ შემოწმებული იყოს, ეს ვაქცინა დადებით თვისებებს იწვევს თუ უარყოფითს, უხდება თუ პირიქით არის რაღაც ძალიან ცუდი, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცით, კიდევ ერთხელ, ბილ გეითსი, რომელიც აფინანსებს ამ სისტემას ის ხმამაღლა ამბობს და ყველა ვიდეოებში ლაპარაკობს, რომ ჩვენ დნმ-ზე ვიმოქმედებთ და ტვინის უჯრედებზე ვიმოქმედებთ, რომ ისეთი ადამიანი ჩამოვაყალიბოთ, როგორიც ჩვენ გვინდაო… არ მალავს ის ხალხი ამას და მეტი რაღა იქნება, კაცო…
კიდევ ვიმეორებ, დნმ ეხლა რას ნიშნავს, იქ შეიძლება ადამიანი გამრავლების უნარი შეუწყდეს, შეიძლება ადამიანი მიიდრიკოს უკვე სოდომიზაციისკენ, ჰომოსექსუალიზმისკენ, როგორც ეხლა მთელს მსოფლიოშია ეს, ასე ვთქვათ წახალისებული და არა მარტო წახალისებული, იძულებული!
შტატებში ვინც არის ეხლა უფროსი (პრეზიდენტი ბაიდენი), მაგან, თქვენ იცით და თავის საკუთარ აპარტამენტებში ჰომოსექსუალურ ქორწინებაში გაატარა, ე.წ. ქორწინებაში რამდენიმე წყვილი, ერთსქესიანები, მაგათ ჩემი მტერი ენდო, ეშმაკს ჩემი მტერი ენდო…”, – აცხადებს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.
ლევან სარჯველაძე

კომენტარები