„მე და კრიმინალური სამყარო ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ისინი ქვეყნის სიყვარულთან“ – მოქალაქე ივერი მელაშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდა

-„ჩემმა ადამიანობამ არ მომცა უფლება გვერდზე ისე ჩამევლო, -რასაც ვფიქრობ, ჩემი შეხედულებით, ჩემი ლოგიკით, რაც არის ამ საქმესთან დაკავშირებული, მინდოდა პირდაპირ მეთქვა, შეურაცხყოფისა და რაღაც ზედმეტი უზრდელური სიტყვების გარეშე. შენ ხარ მთავარი დამნაშავე, ერთ-ერთი, ვინც ეს გააკეთა-მეთქი. მითხრა, – ვარ მოგზავნილი და იდიოტი. მე და კრიმინალური სამყარო ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ისინი ქვეყნის სიყვარულთან“, – განაცხადა  ბაქარ ადამიამ.

ივერი მელაშვილს მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.  მედიასაშუალებებმა ადამია ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებულ პირად წარადგინეს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ “მოღალატე” , „გამყიდველი“ უწოდა.

-„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, – განაცხადა  დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ. განაცხადა, – „მა­ღა­ზი­ა­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და.

 

კომენტარები