„მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ქალი და კაცი“- მილანის მწვრთნელი ლგბტქ საზოგადოებაზე
მილანის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ლგბტქ საზოგადოებაზე კომენტარი გააკეთა და საკუთარი ოფიცალური პოზიცია დააფიქსირა.
”მე ვარ ადამიანი, რომელსაც ოჯახის ინსტიტუტის სჯერა. მე ვარ ადამიანი, რომელიც გაიზარდა ისე, რომ იცის, სამოქალაქო ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქალი და კაცი. ერთსქესიანთა ქორწინება ჩემთვის უცნაური და ძალიან უცხოა.
არ ვფიქრობ, რომ უმცირესობაში მყოფებს რაიმე განსაკუთრებული უფლებები უნდა მიენიჭოთ. მათ აქვთ არსებობის უფლება და ამაზე არაივნ დავობს, თუმცა პროპაგანდა და მხარდაჭერა საჭირო არ არის. ფეხბურთი ხშირად ხდება ბევრი საკითხის გამტარებელი და ერთგვარი რეკლამის ავტორი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხება პირად შეხედულებებს, გრძნობებს და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ჩემს გუნდში ვინმეს ცისარტყელის ფერებში გაკეთებული სამკლაური ეკეთოს.” – აცხადებს მილანის მთავარი მწვრთნელი.