„მე ვარ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, ეს არარაობა არის ქართული სახელმწიფოს დამსამარებელი“ – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, „ტვ პირველის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა:
-„მე ვარ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. ეს არარაობა არის ქართული სახელმწიფოს დამსამარებელი, როდესაც იძახის, – ჩვენ უნდა შევეგუოთ სიღარიბეს, ჩემს დროს სიღარიბე გაეროს მონაცემებით 2-ჯერ შემცირდა, ივანიშვილის დროს გაიზარდა 4-ჯერ. ივანიშვილი ქართველებს მოუწოდებს, დატოვონ საქართველო, წავიდნენ ემიგრაციაში. ივანიშვილს სჭირდება გაღატაკებული მოსახლეობა“.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.