„მე ვერ ვხვდები რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მით უმეტეს ისეთ თემაზე“ –  მამუკა მაჩაიძე

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოცემულობა ასეთია, რომ ჩვენ ვარსებობთ, ვერ გავქრებით და საჯარო თუ პირადი წყაროებით შევეცდებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ისე, რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს.

მე ვერ ვხვდები რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მით უმეტეს ისეთ თემაზე, რასაც სამეცნიერო კამათი და გარჩევა სჭირდება.

თქვენ არავინ გიკარგავთ იმ შრომას და დამსახურებას, რაც გასწიეთ ამ საქმეში.

მათ შორის, ისიც ნორმალურია რომ პროტოკოლების უმეტესობა სწორედ უცხოეთიდან გაქვთ წაღებული და ადაპტირებული, ასე იზამდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე.

იმ ფონზეც კი, როდესაც ტესტირების პერ კაპიტა რაოდენობით ჩამოვუვარდებით მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს.

შესაბამისად ვერ ავღრიცხავთ ყველა დაინფიცირებულ შემთხვევას, სიკვდილიანობა საქართველოში ნამდვილად დაბალია.

ამიტომ თქვენი გამოცდილების გაზიარება სამეცნიერო სამყაროსთვის ფასდაუდებელი იქნება. აღწერილობითი (დისკრიფციული) კვლევის გაკეთებას დაახლოებით 2-3 დღე სჭირდება.

მე თავად ჯერ კიდევ ვსწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, თქვენგან მინდა რომ ვისწავლო კოლეგიალობა.

ამიტომ გთხოვთ, რომ დისკუსია დავაბრუნოთ სამედიცინო წრეებში (თუნდაც საჯაროდ), თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, ისე როგორც ამას ყველა სხვა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ კი თქვენგან ვისწავლით.

ძალიან გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზებთ მედიცინას ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მაინც და ვისწავლოთ აგრესიის გარეშე ინფორმაციის გაზიარება.

ჩვენს ხალხს ახლა კრიზისიდან გამოსლის გეგმა აინტერესებს და არა ფეისბუქის პოსტების განხილვა“, – წერს სოციალურ ქსელში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე. 

 

კომენტარები