„მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ… მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ“-გიორგი ფხაკაძე

-„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ….
✅ოღონდ, მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ…
✅ისე, ჩანს, მუდმივი მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელა და არ არის სეზონური “გრიპი”. (ვინ არის ეს ხალხი, ხომ არ იცით?!)
✅არაერთხელ ვთქვი:
📌ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია – ეს არის დანაშაული❗️
📌დღემდე ბევრს სჯერა, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები – “ექსპერიმენტულია” (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამონათვალში). ფაიზერი უკვე მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოდან ყველა ავტორიზაცია❗️
📌მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია “მოიპოვოს”, ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე.
✅არ შეიძლება ასე….არ შეიძლება ასე გაგრძელება. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველა თავის კუთვნილ ადგილზე უნდა იყოს❗️
✅არაპროფესიონალიზმი კლავს❗️“ – წერს  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე –  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,  ივანე ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება.
კომენტარები