„მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ასეთი პანსიონების წინააღმდეგია…“-მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ:

-„რამე თუ ფუჭდება, უნდა გამოვასწოროთ, დროზე უნდა აღვკვეთოთ. რომ იცოდეთ, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც  ასეთი პანსიონების წინააღმდეგია, რადგან იჩაგრებიან, ბავშვებს სახლში უნდათ, რომ ეტყვი, აქ გინდა თუ დედიკოსთან და მამიკოსთანო, სახლში ენდომება. ცოდოები არ არიან ასე? მაშინ ოჯახებს გადაუხადონ ფული. მეუფე სპირიდონს უნდოდა, იქ ქართულ სიტყვას და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შორს ვერ იყურებიან. დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე უნდა დაისაჯოს. ცოდო არ არის ბავშვი, ისე თუ არ ექცევი, როგორც უნდა ექცეოდე? თუ ვინმე დამნაშავეა, ყველას საეკლესიო თუ საერო კანონის შესაბამისად ორივე კანონი უნდა მივუსადაგოთ. ვფიქრობ, მანდ ადამიანებს შორის ურთიერთობა არ იყო დალაგებული. სახალხო დამცველი როდესაც არ შეუშვეს, შემდეგ უკვე სხვები ჩაერთნენ, -გაგვახსენდა კანონი. პიროვნულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ საკითხი ყველას სალაპარაკო გახდა“.

კომენტარები