მე მარიამი ვარ, ღვთისმშობელი. გინახავთ ზეცად ამაღლებული მაცხოვარი?

– მე ვნახე მთაზე, ღრუბლებში გახვეული როგორ მოეფარა თვალს. გინახავთ, როგორია ღვთის სისხლით გათხვრილი ჯვარი? მე ვნახე მასზე მილურსმული ქრისტე. საკუთარი ხელებით შევიგრძენი მისი სისხლის სითბო, ეს თვალები უყურებდა ცაზე შეკრებილ შავ ღრუბლებს, ეს გული კანკალებდა მიწისძვრისას. მე ვუსმენდი მის გმინვას, ვუყურებდი, როგორ ტოვებდნენ მის ბეჭებზე ცოდვილ ანაბეჭდს. მოვისმინე, როგორ აირჩია ყველამ ბარაბა, არ დააყოვნეს და იყვირეს ერთხმად: „ჯვარს აცვით.“
მთელი ღამე გაატარა ლოცვაში, გულში მახვილის დარტყმის ხმა და ღალატის გემო ჰქონია იუდას კოცნას.
მე მარიამი ვარ, ღვთისმშობელი თქვენ კი – ღვთისშობილნი.

ავტორი: თეონა მენაბდიშვილი

კომენტარები