„მე მხოლოდ 17 წლის ვარ, 8 მილიონი დოლარი არ მჭირდება“ – 17 წლის ბიჭი, რომელმაც კორონავირუსის სტატისტიკის საიტი შექმნა

19 წლის ავი შიფმანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, “კოვიდ 19”-ის  სტატისტიკის აღმრიცხველი საიტის ncov2019 შემქმნელია.  საიტი დეკემბრის ბოლოს CDC-ის და WHO-ს წყაროებზე დაყრდნობით შექმნა და გაუშვა. მაშინ ვირუსით, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 1000-მდე ადამიანი იყო ინფიცირებული.

შიფმანი კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აახლებს. საიტს მთლიანობაში უკვე 700 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ყოველდღიურად საშუალოდ 30 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

-„მინდოდა ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, მარტივად მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. აღმოვაჩინე, რომ ამის გაკეთება არც ისე მარტივი იყო. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს  საიტზე მუშაობას ვუთმობდი. ახლაც ასეა. ვფიქრობ, მივაღწიე იმას, რაც მინდოდა.როდესაც ინტერნეტში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, შევქმენი სანდო და მარტივი საიტი. ერთი შეხედვით შეგიძლია გაიგო, სად რამდენი ადამიანი დაინფიცირდა”, – განაცხადა ავი შიფმანმა ბლუმბერგთან საუბრისას.

 საიტი ძალიან პოპულარი გახდა. შიფმანს, თითქმის ყოველდღე, რეკლამის განთავსების შესახებ შეთავაზებები მისდიოდა. ერთი-ერთი შეთავაზება სოლიდურ თანხას – 8 მილიონ დოლარს უკავშირდებოდა. ბიჭმა ამ თანხაზე უარი თქვა.

ავი შიფმანი აცხადებს, რომ  17 წლის ასაკში ამხელა თანხა არ სჭირდება. რეკლამა საიტს ნაწილობრივ შეაფერხებდა, იმ ადამიანებს, რომელთაც სუსტი ინტერნეტი აქვთ, ინფორმაციის მიღება გაურთულდებოდათ.

რეკლამის განთავსების შემთხვევაში  პანდემიის დასრულების შემდგომ საიტის გაუქმებას ვერ შევძლებდი, მისი შენარჩუნება და შეცვლა მომიწევდა. ეს არ მსურდა.

მე 17 წლის ვარ, ჩვეულბრივი თინეიჯერი, არ მინდა ამ ასაკში ამდენი ფული სპეკულაციით ვიშოვო. 

კომენტარები